
რეგიონის ტურისტული პოტენციალი, საინვესტიციო შესაძლებლობები და ბიზნესგარემო გააცნეს
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი სპარსეთის ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს წევრი სახელმწიფოების წამყვანი დეველოპერული და საინვესტიციო კომპანიების დელეგაციის წევრებს შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში, მთავრობის თავმჯდომარემ სტუმრებს რეგიონის ტურისტული პოტენციალი, საინვესტიციო შესაძლებლობები და ბიზნესგარემო გააცნო. ხაზი გაესვა რეგიონში ტურიზმის, უძრავი ქონების, ინფრასტრუქტურისა და სხვა სერვისების განვითარების მნიშვნელობას.
აჭარაში ვიზიტით მყოფი დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც ,,ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გუნდი მასპინძლობდა, კომპანიების Tam Group-ი, Asas Makeen Real Estate Development & Investment-ი და Capital Club-ის წარმომადგენლები იყვნენ.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ედნარ ნატარიძე, აჭარის მთავრობის წევრები და ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ცინცაძე.
გალერეა
