სამინისტროში წარმატებულ სპორტსმენებს უმასპინძლეს
აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა კონტაქტურ კარატეში ევროპის ჩემპიონებსა და პრიზიორებს, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონს, ტაეკვონდოში ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე ვიცე-ჩემპიონსა და მსოფლიო უნივერსიადის გამარჯვებულს, ასევე ძიუდოში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ბრინჯაოს პრიზიორებს მიღწეული შედეგები მიულოცა და წარმატებები უსურვა.
ცნობისთვის: უნგრეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე კონტაქტურ კარატეში 18-წლამდელთა შორის წარმატებით იასპარეზეს:
I ადგილი – გიორგი ძნელაძე (-60კგ);
I ადგილი – დავით ძნელაძე (-65კგ);
II ადგილი – დიმიტრი მსხალაძე (-75კგ);
დიდების კატეგორია:
I ადგილი – მინდია მგელაძე ( 60კგ);
I ადგილი – დავით მსხალაძე (90კგ.);
III ადგილი – ლაშა შანთაძე (60კგ.);
III ადგილი – დათა ფუტკარაძე (70კგ.).
ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გელა ბოლქვაძე გახდა.
ტაეკვონდოში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ვიცე-ჩემპიონი ნიკა ღოღობერიძეა, ხოლო მსოფლიო უნივერსიადის გამარჯვებული – ზურა კინწურაშვილი.
ძიუდოში, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში, ბრინჯაოს პრიზიორის ტიტული საბა ბოლქვაძემ მოიპოვა.
აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე სპორტსმენებს წარმატებები უსურვა მინისტრმა და დასძინა, რომ სამინისტრო ყოველთვის იქნება თითოეული მათგანის მხარდამჭერი.