საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი სებასტიან ლეკორნუ თანამდებობიდან გადადგა
By

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი სებასტიან ლეკორნუ თანამდებობიდან გადადგა

ფრანგული მედიის ინფორმაციით, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ ქვეყნის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს გადადგომის შესახებ განცხადება წარუდგინა, რომელმაც თხოვნა დააკმაყოფილა.

ფრანგული მედია წერს, რომ 9 სექტემბერს დანიშნული მთავრობის მეთაური 5 ოქტომბერს, თავისი მთავრობის ნაწილის წარდგენის შემდეგ, ოპონენტების და მემარჯვენეების კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა.

7 ოქტომბერს სებასტიან ლეკორნუს ეროვნული ასამბლეისთვის ზოგადი პოლიტიკა უნდა წარედგინა.

 

 

  • No Comments
  • ოქტომბერი 6, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *