მაკა ბოჭორიშვილი: ასე ძალიან როგორ გინდათ უვიზო მიმოსვლის შეჩერება?
By

მაკა ბოჭორიშვილი: ასე ძალიან როგორ გინდათ უვიზო მიმოსვლის შეჩერება?

ჟურნალისტების კითხვას ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის სავარაუდო შეჩერებასთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა მინისტრმა კითხვითვე უპასუხა: – საქართველომ უვიზო მიმოსვლა „ქართული ოცნების“ პოლიტიკის დამსახურებით მიიღო, ასე ძალიან როგორ გინდათ უვიზო მიმოსვლის შეჩერება? შემიძლია დაგამშვიდოთ, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკის გამო არ შეგიწყდებათ, რადგან სწორედ ამ პოლიტიკის დამსახურებით მივიღეთ უვიზო მიმოსვლა.

კითხვაზე, „რას აკეთებთ იმისთვის, რომ უვიზო მიმოსვლა გადაარჩინოთ?“ მინისტრმა აღნიშნა, რომ „ყველაფერს“.

„უვიზო მიმოსვლას არაფერი აქვს გადასარჩენი, თუკი იქნება სამართლიანი დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებით, რადგან ჩვენი ქვეყანა ყოველთვის ძალიან კარგად ასრულებდა იმ ვალდებულებებს, რაც უკავშირდება ევროკავშირთან ურთიერთობებს, მათ შორის, ასოცირების შეთანხმებას. თუკი, ვინმეს შეიძლება, ეჭვები ჰქონდეს, ვინ ასრულებს ან ვინ არ ითვალისწინებს ამ ვალდებულებებს, ეს სხვა მხარეს არის.

რისი საფრთხე არსებობს და ვინ შექმნა ეს საფრთხე? ჩვენ ამაზე არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არის ინსტრუმენტალიზაცია ევროკავშირთან ურთიერთობების. სხვა მიზეზი, სხვა საფუძველი არ არსებობს, რომ ამ თემაზე საქართველოსთან მიმართებით საერთოდ საუბარი იყოს“, – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.

 

  • No Comments
  • ოქტომბერი 7, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *