ნინო წილოსანი: წარმოუდგენელია ანტიკონსტიტუციურ ქმედებებზე არ რეაგირებდე
By

ნინო წილოსანი: წარმოუდგენელია ანტიკონსტიტუციურ ქმედებებზე არ რეაგირებდე

წარმოუდგენელია, განვითარებული, ცივილიზებული ქვეყნის წარმომადგენელი იყო და ვანდალიზმზე, ანტისახელმწიფოებრივ და ანტიკონსტიტუციურ მოქმედებებზე არ რეაგირებდე და პირიქით იქცეოდე. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში რიგი დიპლომატი და უცხოელი აქტორი ამ ყველაფერს ახალისებდა და მხარდაჭერას უცხადებდა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა განაცხადა.

„არ მჯერა, რომ მათ რომელიმე ქვეყანაში ამის მეასედი მოხდეს და მკაცრი, შეუბრალებელი და შეუწყალებელი დამოკიდებულება არ ჰქონდეთ. ჩვენი ქვეყნის შემთხვევაში ისინი ამ ყველაფერს ახალისებენ. იმის მიუხედავად, რომ ბრიუსელის ბიუროკრატია სავალალო მდგომარეობაშია და ჩიხშია შესული, არ შეიძლება, ეს დიდი ხანი გაგრძელდეს. არ შეიძლება, ბრიუსელის რიგი წარმომადგენლები სხვა ქვეყნებში რევოლუციურ სცენარებს იწონებდნენ. ადრე თუ გვიან ამ მოცემულობას ბოლო მოეღება. მეგობრულ, პარტნიორულ, დემოკრატიულ ფორმატში ურთიერთობებზე გადავლენ, როცა ამ ქვეყნის სუვერენიტეტს, მოსახლეობის არჩევანს და ხელისუფლებას აღიარებენ, რომელიც ამ ქვეყნის აბსოლუტურმა უმრავლესობამ აირჩია“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.

  • No Comments
  • ოქტომბერი 7, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *