ერთ აღიარებას მოჰყვა მეორეც
By

ერთ აღიარებას მოჰყვა მეორეც

რამდენიმე წლის წინ ბათუმის ხელოვნების ცენტრში, საქართველოს თავად-აზნაურთა დარბაზობაზე,  ქვეყნისა და ერის წინაშე დამსახურებისთვის სიგელები  რამდენიმე ღირსეულ ადამიანს გადასცეს. ესენი იყვნენ  გვარის თავმჯდომარეები: ჯამბულ გაბაიძე, ვახტანგ აბულაძე, გურამ ფუტკარაძე, ჯეირან ფალავანდიშვილი, ბიჭიკო ბოლქვაძე და იასონ გელაძე.

ჯამბულ გაბაიძე ხიხაძირელი გაბაიძეების გვარის ღირსეული წევრია. ჭარმაგ ასაკში  მყოფი ჩვეული ენერგიით აგრძელებს  ქვეყნის სამსახურს. მშობლიურ ხიხაძირში მრავალ პროგრამასა და პროექტს ახორციელებს.   გაწეული გარჯა კიდევ ერთხელ დაუფასეს და მიმდინარე წელს ბეშუმში გამართულ „შუამთობის“ სახალხო ზეიმზე ქვეყნის პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილისა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე  დავით გაბაიძის თანდასწრებით „საპატიო ხულოელის“ დიპლომი გადასცეს. მასთან ერთად „საპატიო ხულოელის“ დიპლომი ვახტანგ აბულაძესაც ერგო.

– ორივე აღიარება საუკეთესო მოგონებად დარჩება ჩემს ცხოვრებაში, – ამბობს ჯამბულ გაბაიძე.

ცოტნე ცაბაძე

  • No Comments
  • ოქტომბერი 8, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *