By
ალექსანდრე რაქვიაშვილი – ,,გირჩის” გარდა, ამ მომენტისთვის სხვა პოლიტიკური პარტიები აღარ არსებობენ
პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, „საზოგადოება მალე დაინახავს, რომ საქართველოში სხვა პარტიები აღარ არსებობენ“.
„ხაზარაძეს თუ რამე ესმის, პოლიტიკიდან უნდა წავიდეს, მილიარდერმა ამდენი ფული ჩაასხი, შენმა ტელევიზიამ, რომელსაც მილიონებს უხდიდი, გიღალატა არჩევნების დღეს და საკრებულოში ჩვენც ორი ადამიანი გყავს და „ლელოსაც“, – აღნიშნავს რაქვიაშვილი. მისივე მტკიცებით, „გირჩის“ გარდა, ამ მომენტისთვის პოლიტიკური პარტიები აღარ არსებობენ.
„ბოიკოტმა დაზიანებით ყველა დაგვაზიანა, მაგრამ ჩვენ ყველაზე ნაკლებად დავზიანდით. იმიტომ, რომ ჩვენ, ფაქტობრივად, ყველა დიდ ქალაქში საკრებულოში გავიყვანეთ ადამიანი და ბევრ რეგიონში უფრო მეტი ხმაც ავიღეთ, ვიდრე წინა წელს“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.