
ბენიამინ ნეთანიაჰუ – ისრაელისთვის დიდებული დღეა
– ისრაელისთვის დიდებული დღეა, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ღაზის სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზაზე შეთანხმების მიღწევის შემდეგ.
ბენიამინ ნეთანიაჰუს ცნობით, შეთანხმების დასამტკიცებლად დღეს ისრაელის მთავრობასა და უსაფრთხოების კაბინეტს მოიწვევს.
„ეს შესანიშნავი დღეა ისრაელისთვის. მთავრობას მოვიწვევ შეთანხმების დასამტკიცებლად და ყველა მძევლის სახლში დასაბრუნებლად“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ამასთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებით, ნეთანიაჰუმ შეთანხმების გამოცხადების შემდეგ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა და აშშ-ის პრეზიდენტი ისრაელში მიიწვია, რათა ქნესეთში სიტყვით გამოვიდეს.
„გეგმის პირველი ფაზის დამტკიცების შედეგად, ყველა მძევალი სახლში დაბრუნდება. ეს დიპლომატიური წარმატება და ისრაელის სახელმწიფოს ეროვნული და მორალური გამარჯვებაა“, – ნათქვამია განცხადებაში.