კონფერენციის მიზანი – თანამშრომლობის გაღრმავება და გამოცდილების გაზიარება
By

კონფერენციის მიზანი – თანამშრომლობის გაღრმავება და გამოცდილების გაზიარება

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას თემაზე – „ეკონომიკისა და ბიზნესის გლობალური გამოწვევები და მდგრადი განვითარება“ უმასპინძლა.

კონფერენციის მიზანი ეკონომიკისა და ბიზნესის სფეროში მიმდინარე აქტუალური საკითხების განხილვა, ადგილობრივი და საერთაშორისო მეცნიერების, მკვლევარებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენელთა შორის თანამშრომლობის გაღრმავება და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება იყო.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მეცნიერები და პრაქტიკოსები როგორც საქართველოდან, ასევე საზღვარგარეთიდან. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახალგაზრდა მკვლევართა აქტიურ ჩართულობას სამეცნიერო პროცესებში და მათი კვლევითი პოტენციალის განვითარებას.

  • No Comments
  • ოქტომბერი 13, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *