
მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის ფარგლებში
ქედის მუნიციპალიტეტში შიდასასოფლო-საუბნო გზების რეაბილიტაციის პროგრამა აქტიურად ხორციელდება. პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს საცხოვრებელ სახლებთან ფერდსამაგრი კედლების, გაბიონების, სანიაღვრე არხების მშენებლობა.
სოფელ ზენდიდში მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნით, საცალფეხო ბილიკის მოწყობა დასრულების ფაზაშია.
პროექტის ფარგლებში უკვე მოეწყო რკინა-ბეტონის კიბე, ლითონის მოაჯირები, სანიაღვრე არხი და მონტაჟდება გარე განათების ლამპიონები.
ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე სოფელ ზენდიდში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოებით დაინტერესდა. მასთან ერთად მიმდინარე სამუშაოები მოინახულეს მერის პირველმა მოადგილე იმედა ვასაძემ, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსმა გენადი ანანიძემ და მერის წარმომადგენელმა დაბა ქედის ადმინისტრაციული ერთეულში ნაზიმ ჩხეიძემ.
თამაზ მგზავრიძე