სულხან თამაზაშვილი: რეგიონში მიმდინარე ყველა ინიციატივა მიზნად ისახავს ადგილობრივების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას
By

სულხან თამაზაშვილი: რეგიონში მიმდინარე ყველა ინიციატივა მიზნად ისახავს ადგილობრივების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილმა არაბთა გაერთიანებული საამიროების გამოცემა Gulf News-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ „აჭარა არის მთავარი დანიშნულების ადგილი გალფის ქვეყნების იმ ინვესტორებისთვის, რომლებიც ეძებენ მომგებიან შესაძლებლობებს“.

აჭარის მთავრობის მეთაურის თქმით, რეგიონში მიმდინარე ყველა ინიციატივა მიზნად ისახავს ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების სტანდარტების გაუმჯობესებას.

„აჭარამ ბოლო წლებში მნიშვნელოვანი განვითარება და შესანიშნავი პროგრესი განიცადა. მრავალი ინფრასტრუქტურული პროექტი წარმატებით განხორციელდა საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში. ჩვენი ინიციატივები მიზნად ისახავს ადგილობრივების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერას და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას“, – განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.

სტატიაში ვრცლად არის განხილული აჭარის, როგორც კავკასიის, ცენტრალური აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ეკონომიკური, ლოჯისტიკური და სავაჭრო ცენტრის მნიშვნელობა. ასევე, აღნიშნულია, რომ აჭარის მთავრობა სპეციალური ეკონომიკური ზონებისა და ინვესტორებისთვის ხელსაყრელი პოლიტიკის მეშვეობით ორიენტირებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე. ასევე, საუბარია რეგიონის ტურისტულ პოტენციალზე და აღნიშნულია, რომ Emaar ჯგუფის მიერ განხორციელებული 6.6 მილიარდი დოლარის ინვესტიცია – ისტორიული „გონიო მარინას“ პროექტის ფარგლებში, კიდევ უფრო გააძლიერებს რეგიონის პოზიციებს ტურიზმისა და საინვესტიციო მიმართულებით.

 

 

  • No Comments
  • ოქტომბერი 16, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *