შალვა პაპუაშვილი: ფიშერმა ხიდის როლის ნაცვლად, მთავრობებს შორის კედლის როლი აირჩია
By

შალვა პაპუაშვილი: ფიშერმა ხიდის როლის ნაცვლად, მთავრობებს შორის კედლის როლი აირჩია

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი კონსულტაციებისთვის გაიწვიეს. ამასთან დაკავშირებით,

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

მისი შეფასებით, „30-წლიანი განსაკუთრებული პარტნიორობა, სამწუხაროდ, გერმანიის ელჩის ხელში ძალიან დაბალ ნიშნულზე დავიდა“.

„როგორც ჩანს, გერმანიის ხელისუფლებაში დაფიქრდნენ იმაზე, რომ მოქმედმა ელჩმა, ფიშერმა ხიდის როლის ნაცვლად, მთავრობებს შორის კედლის როლი აირჩია. მისი მხრიდან ვხედავდით საქართველოს ხელისუფლებაზე თავდასხმებს, მხარდაჭერას რადიკალური ჯგუფების მიმართ, რაც გაუგებარი იყო. იმედი გვაქვს, მისი გაწვევა გადატვირთვის სიგნალია. რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, რომ ჩვენი ურთიერთობები გერმანიასთან დაბრუნდეს იქ, სადაც იმსახურებს, რომ იყოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამავე თემაზე საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ:

„მნიშვნელოვანია გერმანიის ელჩის გაწვევის თავად ფაქტი. სიღრმეებში აღარ შევალ. ჩვენი პოზიციები, მათ შორის გერმანიის ელჩის საქმიანობასთან დაკავშირებით, ცნობილია. ამის შესახებ არაერთხელ გვითქვამს და იგივე პოზიციაზე ვრჩებით, რადგან გვაქვს  საჭირო არგუმენტები. განცხადებებს უკვე დიდად არ ჩავუღრმავდებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს გადააზრება. იმედი გვაქვს, ეს სიგნალია, რომ გერმანიის მთავრობაში დაფიქრდნენ და გაანალიზეს,  მოქმედი ელჩის საქმიანობით მხოლოდ სირთულეები რომ იქმნებოდა ხელისუფლებებს შორის ურთიერთობებში“.

  • No Comments
  • ოქტომბერი 20, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *