ძარცვის შემდეგ ლუვრის მუზეუმი ორშაბათსაც დაკეტილი დარჩება
By

ძარცვის შემდეგ ლუვრის მუზეუმი ორშაბათსაც დაკეტილი დარჩება

პარიზის ლუვრის მუზეუმში ძარცვა კვირას მოხდა, რამდენიმე ნიღბიანი პირი მუზეუმში ამწის მეშვეობით ფანჯრიდან შეიჭრა. მათ ფასდაუდებელი სამკაულები მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მოტოციკლებით გაიქცნენ. ამის შესახებ მუზეუმის პრესსპიკერმა განაცხადა. მანამდე ვებგვერდზე გავრცელდა განცხადება, რომ მუზეუმი ორშაბათს დაგვიანებით გაიხსნებოდა, თუმცა რამდენიმე დარბაზი დახურული იქნებოდა, მაგრამ ახლა გახდა ცნობილი, რომ მთელი მუზეუმი ორშაბათსაც დაკეტილი დარჩება.

პარიზის პროკურატურის ინფორმაციით, ძარცვას ექვსიდან შვიდ წუთამდე დასჭირდა და მასში ოთხი ადამიანი მონაწილეობდა, რომლებიც უიარაღონი იყვნენ. დამნაშავეებმა საფრანგეთის სამეფო გვირგვინის კოლექციიდან ცხრა ნივთი წაიღეს, საიდანაც ერთ-ერთი – ნაპოლეონ მესამის მეუღლის გვირგვინი, გაქცევის დროს დაკარგეს.

  • No Comments
  • ოქტომბერი 20, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *