ღიდა ფაქრი: ყველაზე სწრაფად დამაკავშირებელი ხიდი აზიასა და ევროპას შორის
By

ღიდა ფაქრი: ყველაზე სწრაფად დამაკავშირებელი ხიდი აზიასა და ევროპას შორის

„ვერ წარმომიდგენია ამაზე უკეთესი ქალაქი, რომელიც ასე სწორად იყოს მორგებული ამ პოზიციაზე, ამ გზაჯვარედინზე ევროპასა და აზიას შორის, ქალაქი, რომელსაც ასეთი ძლიერი, დინამიკური და მომავალზე ორიენტირებული ხედვა ჰქონდეს. სწორედ ეს ხდის საქართველოს არა მარტო მნიშვნელოვან სატრანზიტო გზად, არამედ ძალიან მნიშვნელოვან დამაკავშირებელ ქვეყნად ხალხებს, ენერგეტიკას, იდეებსა და ამბიციებს, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის“, – ამ სიტყვებით გახსნა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ პირველი პანელური დისკუსია საერთაშორისო ტელეჟურნალისტმა და TRT World-ის აღმასრულებელმა პროდიუსერმა ღიდა ფაქრიმ.

მისი თქმით, წლევანდელი ფორუმის თემა დაკავშირებულია ინვესტიციასთან, რაც სტაბილურობის პირობებში ეკონომიკურ ზრდას ნიშნავს. როგორც ღიდა ფაქრიმ თავის მისასალმებელ სიტყვაში განაცხადა, აღნიშნული შეკრების მიზანია ახალი ჩარჩოსისტემით თანამშრომლობა და ეკონომიკური ზრდა, ასევე, იმ წინსვლის გააზრება, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში დაფიქსირდა.

„შეუძლებელია, არ დავინახოთ ის დიდი მნიშვნელობა, რომელიც შეიძინა შუა დერეფანმა, რაც, თავის მხრივ, ყველაზე სწრაფად დამაკავშირებელი ხიდი გახდა აზიასა და ევროპას შორის“, – განაცხადა ჟურნალისტმა.

მისი თქმით, ეს მარშრუტი სტრატეგიულად გვთავაზობს სწრაფ და უფრო ძლიერ ალტერნატივას ტრადიციულ მარშრუტებთან შედარებით, რაც რეგიონის მიწოდებით ჯაჭვს აძლიერებს და გამოკვეთს საქართველოს ადგილს გლობალურ ვაჭრობაში.

„ეს ამბიცია კიდევ უფრო დიდ ყურადღებას ითხოვს მსოფლიოში. ხორციელდება ინვესტიციები, ინფრასტრუქტურა უმჯობესდება, პორტები იზრდება და ყველა ის ინფრასტრუქტურა, რაც არის ქვეყნის ხერხემალი, ამ პოტენციალის გასაზრდელად ვითარდება“, – განაცხადა ღიდა ფაქრიმ.

 

  • No Comments
  • ოქტომბერი 22, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *