ქალბატონებს გამოკვლევებზე გადაიყვანენ
By

ქალბატონებს გამოკვლევებზე გადაიყვანენ

ოქტომბერი ძუძუს კიბოს ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვედ ანუ „ვარდისფერ ოქტომბრად“ გამოცხადდა. ამ პროექტში აქტიურად არიან ჩართულნი აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი, მუნიციპალიტეტებში არსებული საზოგადოებრივი ცენტრები, აჭარის ქალთა რეგიონული ორგანიზაცია და მათი წარმომადგენლები მუნიციპალიტეტებში. როგორც აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის წარმომადგენელმა შუახევის მუნიციპალიტეტში ფატი ჭაღალიძემ გვითხრა, ძუძუს გამოკვლევები უფასოა 40-დან 70 წლის ჩათვლით და ითვალისწინებს მამოლოგის კონსულტაციას, მამოგრაფიას, ექოსკოპიას (საჭიროების შემთხვევაში), ძუძუს ფიზიკალურ გასინჯვას, ბიოფსიას და ციტოლოგიურ კვლევას. მან შუახევში 54 ქალბატონს საცნობარო ფურცლები დაურიგა და უფასო სატრანსპორტო მომსახურებით, ბათუმში გამოკვლევებზე გადაიყვანს.
კვირეულის ფარგლებში, ანალოგიურ მომსახურებას გაუწევენ ხულოსა და ქედაში მცხოვრებ ქალბატონებს.

ცოტნე ცაბაძე

 

 

  • No Comments
  • ოქტომბერი 23, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *