ანაკლიის პორტის მშენებლობა გრძელდება
By

ანაკლიის პორტის მშენებლობა გრძელდება

„ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით ძალიან აქტიურად მუშაობს ეკონომიკის მინისტრი, ეკონომიკის სამინისტრო“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენ გვინდა, მაქსიმალური სარგებელი მივიღოთ ქვეყნისთვის, ქვეყნის ბიუჯეტისთვის, ქვეყნის ეკონომიკისთვის. ასეთ პირობებში, თავისი დრო მიაქვს მოლაპარაკებებს, რაც აუცილებელია. საბოლოო ჯამში, ყველაფერი დასრულდება ისე, როგორც არის საჭირო. მთავარია, რომ ამის მიუხედავად, არ ფერხდება პროექტის განხორციელება, ჩვენი რესურსით გრძელდება დაღრმავების და ტალღმჭრელების მოწყობის სამუშაოები. ბოლომდე მივიყვანთ მოლაპარაკებებსაც“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

  • No Comments
  • ოქტომბერი 23, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *