შეხვედრა მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების ორგანიზაციის დამფუძნებელთან
By

შეხვედრა მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების ორგანიზაციის დამფუძნებელთან

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ცინცაძე და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თინათინ ზოიძე, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების ორგანიზაციის დამფუძნებელსა და პრეზიდენტ გრემ კუკს შეხვდნენ.

,, შეხვედრაზე ვისაუბრეთ აჭარის ტურისტულ პოტენციალზე, ტურიზმის სექტორში მიღწეულ წარმატებებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე. ასევე, განვიხილეთ მსოფლიო ტურისტულ რუკაზე რეგიონის კიდევ უფრო წარმოჩენის შესაძლებლობები. აჭარაში არაერთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება მიმდინარეობს, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს რეგიონის პოზიციებს როგორც ტურისტული, ისე საინვესტიციო მიმართულებით ‘’, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

  • No Comments
  • ოქტომბერი 23, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *