თამარ ტალიაშვილი რესპუბლიკელ სენატორს რენდ პოლს შეხვდა
By

თამარ ტალიაშვილი რესპუბლიკელ სენატორს რენდ პოლს შეხვდა

აშშ-ში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თამარ ტალიაშვილმა, აშშ-ის სენატის სახელმწიფო უშიშროებისა და სამთავრობო საკითხების კომიტეტის თავმჯდომარესთან, რესპუბლიკელ სენატორთან, რენდ პოლთან, რომელიც ასევე, არის სენატის საგარეო ურთიერთობათა, ჯანმრთელობის, შრომისა და პენსიების, ასევე, მცირე ბიზნესისა და წარმოების კომიტეტების წევრი, შეხვედრა გამართა.

„შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო ქართულ-ამერიკული ურთიერთობების განმტკიცების პერსპექტივებს. ასევე, განხილული იქნა რეგიონში განვითარებული მოვლენები, სამშვიდობო ინიციატივების მნიშვნელობა და საერთაშორისო ურთიერთობების კონტექსტში არსებული აქტუალური საკითხები“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

  • No Comments
  • ოქტომბერი 24, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *