პაველ ჰერჩინსკი- გვჯერა საქართველოსი, ისევე, როგორც საქართველოს მოსახლეობას სჯერა ევროპის
„30 წელზე მეტია ჩვენ ვდგავართ საქართველოს გვერდით, თქვენ გვერდით და გიზიარებთ წლების განმავლობაში დაგროვილ სიკეთეს. ამას ვაკეთებთ იმიტომ, რომ გვჯერა საქართველოსი, ისევე, როგორც საქართველოს მოსახლეობას სჯერა ევროპის. თუმცა, ჩვენ, ასევე, გვესმის უსაფუძვლო ბრალდებები, ცდილობენ მრავალწლიანი მეგობრობის დაკნინებას, ჩვენს დაყოფას, ევროკავშირის მტრად წარმოჩენას – ეს უსამართლოა“! – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ქუთაისში, ევროპის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე.
ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება იმ პრინციპების პატივისცემას, რომლებზეც ევროკავშირი დგას.
„ევროპა – მუდმივი სვლაა განვითარებისკენ, ერთმანეთის უნიკალური კულტურისა და ტრადიციების პატივისცემით.
ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსაც აქვთ დიდი ისტორია. სწორედ ეს ისტორია გვახსენებს, თუ „რანი ვიყავით და რანი ვართ“ დღეს: მშვიდობის, ეკონომიკური კეთილდღეობისა და ღირებულებების ერთობა.
ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება იმ პრინციპების პატივისცემას, რომელზეც ევროკავშირი დგას.
ნუ დაკარგავთ იმედს. ჩვენც არ ვნებდებით, რადგან ვგრძნობთ საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერასა და მეგობრობას. დღევანდელი დღე ამის ნათელი მაგალითია.
დღეს, ჩვენ ხომ ისევ ერთად ყოფნას, საერთო მიღწევებსა და ისტორიას ვზეიმობთ. ვიტოვებთ იმედს, რომ საერთო მომავალსაც ვიზეიმებთ.
წინ საქართველო, წინ!“ – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.