By
სწავლება ბაგა-ბაღის აღმზრდელებისთვის
ქედის მუნიციპალიტეტში ა(ა)იპ „ბაგა-ბაღის გაერთიანების“ აღმზრდელებისთვის ჩატარდა სწავლება თემაზე: ,,ინკლუზიური გარემოს შექმნა და სპეციალური საჭიროებები, რთული ქცევის მართვის სტრატეგიები“. სწავლების მიზანი იყო ბაღებში ინკლუზიური მიდგომების განვითარება.

ინკლუზიური განათლების სპეციალისტმა თინათინ გობაძემ ისაუბრა თემებზე: ბაღში უმტკივნეულო ტრანზიცია; ბავშვთან ეფექტური კომუნიკაცია; ბავშვის მიზნობრივად წახალისება; პრობლემის მართვის სტრატეგიები; რთული ქცევის მართვის სტრატეგიები; ინკლუზიური გარემოს შექმნა და სპეციალური საჭიროებები; პირადი საზღვრების დაცვა და მისი სწავლება.
მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები და თინათინ გობაძის ავტორობით გამოცემული წიგნები: ,,როგორ მოვევლინე სამყაროს“ და ,,შემთხვევითი სწავლების მეთოდი“.
ცოტნე ცაბაძე