საზეიმო მიღება – საელჩოში
By

საზეიმო მიღება – საელჩოში

ათენში, მარია კალასის სახელობის ისტორიულ თეატრში გამართული ქართული კლასიკური მუსიკის გალა კონცერტის ფარგლებში, საქართველოს საელჩომ საბერძნეთში, დიპლომატიური კორპუსისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მოწვეული სტუმრებისთვის საზეიმო მიღება გამართა.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საბერძნეთში ლევან ბერიძემ და აჭარის კულტურის მინისტრმა ელისო ბოლქვაძემ სტუმრებს მადლობა გადაუხადეს ქართული კლასიკური მუსიკით დაინტერესებისთვის და აღნიშნეს, რომ ქვეყნებს შორის კულტურული დიპლომატიის განვითარებას უმნიშვნელოვანესი როლი აქვს გლობალურ სამყაროში.

გალა კონცერტი ,,მუსიკალური ბათუმი – ათენში“ აჭარის კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, საბერძნეთში საქართველოს საელჩოსა და ათენის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ორგანიზაციის ,,ოპანდა” მხარდაჭერით დაიგეგმა.

  • No Comments
  • ოქტომბერი 27, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *