ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ – ქედაში
By

ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ – ქედაში

გრძელდება მასწავლებელის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები. ქედის რესურსცენტრის ორგანიზებით, სსიპ „ვახტანგ პაპუნიძის სახელობის დაბა ქედის საჯარო სკოლაში“ ჩატარდა მასწავლებელთა ინტელექტუალური თამაში -„რა? სად? როდის?“

მისი მიზანი იყო პედაგოგთა ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების წახალისება, გუნდური მუშაობის განვითარების ხელშეწყობა.თამაშში, რომელიც ეფუძნებოდა ცოდნას, სწრაფ გონებრივ რეაქციასა და გუნდურ სულისკვეთებას, მასწავლებელთა 18 გუნდი მონაწილეობდა.

გამარჯვებულები გახდნენ: ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლოტაურის საჯარო სკოლა (I ადგილი), იაკობ გოგებაშვილის სახელობის ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დანდალოს №1 საჯარო სკოლა (II ადგილი), ვახტანგ პაპუნიძის სახელობის დაბა ქედის საჯარო სკოლა (მესამე ადგილი).

გამარჯვებულ გუნდებს გადაეცათ ფასიანი საჩუქრები ვაუჩერების სახით, ხოლო ყველა მონაწილე გუნდს – მადლობის ბარათები.

თამაზ მგზავრიძე

  • No Comments
  • ოქტომბერი 27, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *