პარიზში, 170 ლოკაციაზე საქართველოს ტურისტული ბანერი განთავსდა
By

პარიზში, 170 ლოკაციაზე საქართველოს ტურისტული ბანერი განთავსდა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საფრანგეთში მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიას ატარებს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, კამპანიის ფარგლებში, პარიზის მეტროს სადგურებთან, 170 ლოკაციაზე, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებსა და მოედნებზე საქართველოს შესახებ ბანერები დამონტაჟდა.

„ბანერებზე საქართველოს ტურისტულად საინტერესო ადგილებია ასახული. მეტროს მგზავრებსა და გამვლელებს შეუძლიათ, გაეცნონ საქართველოს ბუნებას, კულტურასა და ისტორიულ ქალაქებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

  • No Comments
  • ოქტომბერი 28, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *