თამარ ხალვაშის პერსონალური  გამოფენა გაიხსნა
By

თამარ ხალვაშის პერსონალური  გამოფენა გაიხსნა

აჭარის ხელოვნების მუზეუმის გალერეაში მოყვარული მხატვრის თამარ ხალვაშის პერსონალური  გამოფენა გაიხსნა.

თამარ ხალვაშმა 2004 წელს  დაამთავრა ბათუმის  ზაქარია ფალიაშვილის სახელობის კონსერვატორიის ვოკალის  ფაკულტეტი სოლო სიმღერის სპეციალობით (პედაგოგი მურმან მახარაძე).   შესრულებული აქვს მთავარი პარტიები ოპერებიდან: რახმანინოვი – „ალეკო“, მოცარტი – „დონ-ჟუანი“, „ფიგაროს ქორწინება“ და სხვა.

გამოფენაზე წარმოდგენილია ხელოვანის მიერ შექმნილი თექის ნამუშევრები. დამთვალიერებლებს ექსპოზიციის ნახვა 31 ოქტომბრის  ჩათვლით შეეძლებათ.

  • No Comments
  • ოქტომბერი 28, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *