28-29 ოქტომბერს აჭარაში ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი 
By

28-29 ოქტომბერს აჭარაში ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი 

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 28-29 ოქტომბერს ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი. ღამით – ზოგან, დღისით კი ყველგან იწვიმებს, პერიოდულად მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, მაღალ მთაში – თოვლ-ჭყაპი. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, შესაძლოა გაძლიერდეს 20-25 მეტრ წამამდე.

ზღვის ღელვა ღამით 3-4 ბალი იქნება, დღისით – 4-5 ბალი. ზღვის წყლის ტემპერატურა +18 გრადუსია. სინოპტიკოსების ცნობით, 30 ოქტომბერს, ღამით, შენარჩუნებული იქნება წვიმიანი ამინდი, დღისით და მომდევნო 2 დღეს კი გამოიდარებს.

 

  • No Comments
  • ოქტომბერი 28, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *