 
                                
                                     By  
                                    
                                    
                                    
                                    საქართველოს რკინიგზა თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისს ამატებს
მგზავრების თხოვნის გათვალისწინებით, საქართველოს რკინიგზა, რაგბის თამაშზე დასწრების მსურველთათვის, 15 ნოემბერს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით შტადლერის ტიპის მატარებლის რეისს ამატებს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
„ბილეთების შეძენა შესაძლებელია: gr.com.ge-ზე; საქართველოს რკინიგზის სალაროებში; საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

