პროფკავშირების გაერთიანების გენერალური მდივანი და პრეზიდენტი აირჩიეს
By

პროფკავშირების გაერთიანების გენერალური მდივანი და პრეზიდენტი აირჩიეს

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების გენერალურ მდივნად ირაკლი პეტრიაშვილი აირჩიეს, პრეზიდენტად კი რაისა ლიპარტელიანი.

პროფკავშირების 120-წლიანი ისტორიის განმავლობაში პირველად, ხელმძღვანელი პირების არჩევნები განსხვავებული სტრუქტურით ჩატარდა. ახალი წესის მიხედვით, გაერთიანებას თავმჯდომარის ნაცვლად, გენერალური მდივანი და პრეზიდენტი უხელმძღვანელებენ. გენერალური მდივნის მოადგილეების პოზიციები თამარ სურმავამ და ლავრენტი ალანიამ დაიკავეს.

გაერთიანების ცნობით, 24 ოქტომბერს გამართულ მე-16 ყრილობაში მონაწილეობა მიიღო 175-მა დელეგატმა და 50-ზე მეტმა მოწვეულმა სტუმარმა, მათ შორის, სხვადასხვა ქვეყნის პროფკავშირებიდან.

ყრილობაზე მოისმინეს და დაამტკიცეს 2021-2025 წლების ანგარიში, ასევე, დამტკიცდა 2026-2029 წლების სამოქმედო პროგრამა.

„ყრილობაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ქვეყნის ევროინტეგრაციის მნიშვნელობაზე დასაქმებულთა ღირსეული შრომის სტანდარტების უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნულია გაერთიანების განცხადებაში.

 

  • No Comments
  • ოქტომბერი 30, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *