By
ტრამპი და სი ძინპინი შეთანხმდნენ
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, სამხრეთ კორეის ქალაქ ბუსანში ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან შეხვედრისას, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის საკითხი ძალიან ინტენსიურად განიხილა.
მისი თქმით, შეთანხმდნენ, რომ ერთად იმუშავებენ იმის გასარკვევად, შეძლებენ თუ არა ამ ომის დასრულებას.
„სი დაგვეხმარება და ჩვენ ერთად ვიმუშავებთ უკრაინის საკითხზე. მეტი არაფრის გაკეთება შეგვიძლია“, – აღნიშნა ტრამპმა.
ამასთან, მისი თქმით, შეხვედრაზე ბევრ საკითხზე შეთანხმდნენ.
„საერთო ჯამში, ნულიდან 10-მდე შკალის მიხედვით, სადაც 10 საუკეთესოა, ვიტყოდი, რომ შეხვედრა 12-ზე იყო. მთელი ურთიერთობა ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, რომ ეს მართლაც კარგი იყო“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს Air Force One-ს ბორტზე.