საკრებულოებში ხელმძღვანელი ორგანოები აირჩიეს
By

საკრებულოებში ხელმძღვანელი ორგანოები აირჩიეს

30 ოქტომბერს გაიმართა 4 ოქტომბერს არჩეული წარმომადგენლობითი ორგანოების პირველი სხდომები, რომლებზეც ხელმძღვანელი ორგანოები აირჩიეს.

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში 28 წევრი იქნება. პირველ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარედ რენარ ბოლქვაძე აირჩიეს, რომელიც წინა მოწვევის საკრებულოში ამავე თანამდებობას იკავებდა. თანამდებობა შეინარჩუნა, ასევე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ჯუმბერ დიმიტრაძემ. თავმჯდომარის მოადგილეებად აირჩიეს თამაზ აბაშიძე და ავთანდილ მახარაძე.

საკრებულო 5 კომისიითაა წარმოდგენილი. საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ ლევან გელაძე აირჩიეს; სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ – ნარგიზ დეკანაძე; სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარედ – ირმა შავაძე; სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ – იური აბულაძე; ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ – არჩილ აბაშიძე.

ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარედ ნადიმ დეკანაძე აირჩიეს, ფრაქცია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარედ – ზაურ გობაძე.

შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. იაგო დავითაძის კანდიდატურა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილმა შუახეველებს საარჩევნო კამპანიის დაწყებისას წარუდგინა. მის კანდიდატურას საკრებულოს პირველ სხდომაზე დამსწრე 22 წევრმა მხარი დაუჭირა. თავმჯდომარის პირველ მოადგილედ აირჩიეს ფრიდონ ვლადიმერის ძე ფუტკარაძე, რომელიც წინა მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, მოადგილეებად – თენგიზ ივანაძე და მალხაზ ტაკიძე.

5 კომისია იქნება შუახევის საკრებულოშიც. საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ ედნარ კეჟერაძე აირჩიეს; იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ – გოჩა მიქელაძე; ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ -გურამ ზოიძე; განათლების, კულტურის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარედ – გიორგი დავითაძე; ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ – გია დავითაძე.

ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარედ ემზარ აბაშიძე აირჩიეს, ფრაქცია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარედ – ზაზა დავითაძე.

ოპოზიციური პარტიებიდან არჩეული ორი დეპუტატი საკრებულოს სხდომას არ ესწრებოდა.

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 24 წევრია. პირველ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარედ ამირან ცინცაძე აირჩიეს, რომელიც წინა მოწვევის საკრებულოში ამავე თანამდებობას იკავებდა. თანამდებობა შეინარჩუნა საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილე რომან დავითაძემ. თავმჯდომარის მოადგილეებად აირჩიეს რეზო თურმანიძე და არჩილ გორგილაძე.

ხულოსა და შუახევის მსგავსად იდენტურია კომისიების რაოდენობა და სახელწოდებანი. კომისიების თავმჯდომარეებად აირჩიეს: ამირან დევაძე, ნაზიმ ჩხეიძე, მერაბ ნაკაშიძე, ლევან ბერიძე, ამირან წულუკიძე.

ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარედ ლევან ვერძაძე აირჩიეს, ფრაქცია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარედ – რამაზ თავდგირიძე.

ცოტნე ცაბაძე

  • No Comments
  • ოქტომბერი 31, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *