სულხან თამაზაშვილი და მაია ხაჯიშვილი „მასწავლებლის ეროვნული პრემიის“ გამარჯვებულებს შეხვდნენ
By

სულხან თამაზაშვილი და მაია ხაჯიშვილი „მასწავლებლის ეროვნული პრემიის“ გამარჯვებულებს შეხვდნენ

„მასწავლებლის ეროვნული პრემიის“ წლევანდელ გამარჯვებულებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი და აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი შეხვდნენ.

გამარჯვებულებს შორის აჭარიდან ორი პედაგოგია – ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის მასწავლებელი მაგდანა მათითაიშვილი და დაბა შუახევის სკოლის მასწავლებელი თეიმურაზ დავითაძე.

სულხან თამაზაშვილმა პედაგოგებს პროფესიული წარმატება მიულოცა და აღნიშნა, რომ მასწავლებლის როლი ახალგაზრდების ღირსეულ, პასუხისმგებლიან და პატრიოტ მოქალაქეებად ჩამოყალიბებაში ფასდაუდებელია.

აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, გამარჯვებულ პედაგოგებს დამატებით გადაეცათ 5 000 ლარის ოდენობის ფულადი ჯილდო.

შეხვედრას ესწრებოდნენ წლების განმავლობაში ეროვნული პრემიის სხვა გამარჯვებულებიც. 2023 წელს ჯილდო ხულოს საჯარო სკოლის მასწავლებელს ნაზი მიქელაძეს და ბათუმის საჯარო სკოლის პედაგოგს ვენერა აბუსერიძეს, ხოლო 2024 წელს – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სკოლის მასწავლებელს ნანი კირკიტაძეს და ბათუმის სკოლის პედაგოგს ანა ანუშიძეს გადაეცათ.

საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, 2025 წელს „მასწავლებლის ეროვნული პრემია“ და 10 000 ლარის ფულადი ჯილდო საერთო ჯამში, 10 პედაგოგს გადაეცა.

  • No Comments
  • ოქტომბერი 31, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *