რატომ დაუმალა გერმანიის საგარეო უწყებამ თავისსავე დეპუტატებს ეს ფაქტი?..
By

რატომ დაუმალა გერმანიის საგარეო უწყებამ თავისსავე დეპუტატებს ეს ფაქტი?..

იმ ფაქტს, რომ გერმანიის მთავრობამ უარყო, პეტერ ფიშერს მამუკა ხაზარაძისგან ბინა რომ ჰქონდა ნაქირავები, საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე გამოეხმაურა.

„რთული ასახსნელია, რატომ დაუმალა გერმანიის საგარეო უწყებამ თავისივე გერმანელ დეპუტატებს ის ფაქტი, რომ გერმანიის ელჩი რეზიდენციას ქირაობს მამუკა ხაზარაძის ოჯახის წევრისგან, კონკრეტულად, მეუღლისგან. ჩვენი საელჩო მიაწვდის ამ ინფორმაციას იმ დეპუტატებს, რომლებმაც ეს კითხვა დასვეს. ასევე, მიაწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გერმანიის საგარეო უწყებამ ამ შემთხვევაში ბოლომდე არ გასცა პასუხი და დამალა რეალურად ის ფაქტი. ვფიქრობ, რომ გერმანიის საგარეო უწყებაში თვითონაც ხვდებიან, რომ ის კონკრეტული ნაბიჯები, განცხადებები, ფაქტები, რომლებზეც ჩვენ ამდენ ხანს ვსაუბრობდით, მართლაც არ შეესაბამება დიპლომატიურ ეტიკეტს და ამის გამო ცდილობენ, რომ ახლა საკუთარ დეპუტატებს არ მიაწოდონ სრული ინფორმაცია იმისთვის, რომ არ მიიღონ საკუთარი დეპუტატებისგან კრიტიკა“, – განაცხადა დეპუტატმა.

ამასთან, როგორც ცნობილია, გერმანული პარლამენტიდან გაგზავნილ კითხვებს, მთავრობამ არასრულად უპასუხა. აღიარეს, რომ საქართველოში მოქმედ არასამთავრობოებს აფინანსებენ, თუმცა დეტალები არ გაასაჯაროვეს.

 

  • No Comments
  • ოქტომბერი 31, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *