10 ეკომიგრანტს ბინა გადაეცა
By

10 ეკომიგრანტს ბინა გადაეცა

ბათუმის იუსტიციის სახლში, 10 ეკომიგრანტი ოჯახისთვის საკუთრების რეგისტრაციის პროცედურა გაიმართა. ოჯახებს ახალი საცხოვრისი აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ედუარდ ნაკაშიძემ მიულოცა.

– სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფა აჭარის მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანადაფინანსებით, წელს უსაფრთხო საცხოვრისი ჯამში, 149 ეკომიგრანტმა ოჯახმა უკვე შეიძინა. მარტში  მილიონ 500 000 ლარით გაიზარდა ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ბიუჯეტი. ამ მიმართულებით, ჯამში, 7 მილიონ 740 000 ლარია გამოყოფილი, – აღნიშნა მინისტრის მოადგილე ედუარდ ნაკაშიძემ.

2025 წელს, ,,ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის” პროგრამაში განხორციელებული კიდევ ერთი ცვლილების თანახმად, ბენეფიციარს საშუალება აქვს, პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული თანხით, საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე, შესაბამისი მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვის საფუძველზე, ააშენოს საცხოვრებელი სახლი.

ეკომიგრანტი ოჯახები სახლებს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში თავადვე შეარჩევენ. წელს, პროგრამის ფარგლებში, 170 ოჯახი შეიძენს უსაფრთხო საცხოვრისს.

  • No Comments
  • ოქტომბერი 31, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *