By
მაკა ბოჭორიშვილი UNESCO-ს გენერალურ დირექტორს შეხვდება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა UNESCO-ს კონფერენციის მეორე სამუშაო დღე და ზოგადი პოლიტიკური დებატები გახსნა. მაკა ბოჭორიშვილმა ყურადღება გაამახვილა სხვადასხვა ქვეყანასთან კულტურული კავშირების მნიშვნელობაზე, UNESCO-ს როლსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე.
დღესვე, მაკა ბოჭორიშვილი შეხვედრებს გამართავს კოლეგებთან. შეხვდება ასევე UNESCO-ს გენერალურ დირექტორს, მოგვიანებით კი გახსნის ქართულ კუთხეს.