იუბილარი პოეტი
By

იუბილარი პოეტი

„საპატიო ქედელს“,  ვეტერან პედაგოგს, საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრ ნათელა დუმბაძეს 70 წელი შეუსრულდა. ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით, პოეტს საიუბილეო საღამო გადაუხადეს. საღამოს ესწრებოდნენ და ნათელა დუმბაძის ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ ისაუბრეს  ქედის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა თურმანიძემ, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თათია გორგილაძემ, პოეტებმა დავით თედორაძემ, სანდრო ბერიძემ, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძემ, ქედის რესურსცენტრის უფროსმა დურმიშხან შავიშვილმა, კულტურის სფეროსა  და  საზოგადოების წარმომადგენლებმა. ნათელა დუმბაძე ოთხი პოეტური კრებულის ავტორია. საიუბილეო საღამოზე პოეტებმა, მოსწავლეებმა ნათელა დუმბაძის ლექსები წაიკითხეს, შესრულდა მის ლექსებზე დაწერილი სიმღერები, ქედის   სალოტბარო სკოლის მოსწავლეებმა კი იუბილარი პოეტი საგალობელით გაახარეს.

-საღამომ დამანახა, რომ ჩემს საქმიანობას უკვალოდ არ ჩაუვლია. მადლობა ღონისძიების ორგანიზატორებს და ჩემი შემოქმედების თაყვანისმცემლებს,- თქვა ნათელა დუმბაძემ.

ოთარ ცინარიძე

  • No Comments
  • აპრილი 1, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *