2 აპრილს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი
By

2 აპრილს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 2 აპრილს, დასავლეთ საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში, სითბოს ფონზე, ზოგან გაწვიმდება. 3 აპრილის დღის მეორე ნახევრიდან ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე დროგამოშვებით ნალექია მოსალოდნელი.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) 2 აპრილს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 3 და 4 აპრილს წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 2-3 აპრილს დღისით +21, +23 გრადუსი დაფიქსირდება, 4 აპრილს კი +13, +15 გრადუსამდე დაიკლებს.

 

  • No Comments
  • აპრილი 1, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *