ლულუ დიასამიძე საქართველოს ჩემპიონია
By

ლულუ დიასამიძე საქართველოს ჩემპიონია

თბილისში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა 20 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ტურნირი ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისიტემით, 9 ტურად ჩატარდა,  დაითვალა ფიდეს რეიტინგიც. ტურნირი საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა.

აჭარიდან ჩემპიონატში ლულუ დიასამიძე და მარიამ კალანდაძე მონაწილეობდნენ.

წარმატებით იასპარეზა აჭარის წარმომადგენელმა ლულუ დიასამიძემ, რომელმაც  20 წლამდე გოგონათა შორის 9-დან 7 ქულა დააგროვა და საქართველოს ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა (მწვრთნელი გიგა ყუფარაძე). მარიამ კალანდაძემ 9-დან 5 ქულა მოიპოვა.

 

მანანა ძიძიშვილი

  • No Comments
  • აპრილი 1, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *