აჭარის ჩემპიონატზე
By

აჭარის ჩემპიონატზე

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებითა და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით, აჭარის ჩემპიონატი გაიმართა სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში ჭაბუკებსა და გოგონებს შორის (8, 10, 12, 14, 16, 18 წლამდე).

ტურნირი შვეიცარული სისტემით, 7 ტურად ჩატარდა, 12 წლამდე გოგონათა შორის კი  წრიული სისტემით – 5 ტურად. დროის კონტროლი: 60 წუთი პარტიის ბოლომდე, თითოეულ სვლაზე 30 წამის დამატებით.

ღონისძიებაში აჭარის ყველა მუნიციპალიტეტიდან 166 სპორტსმენი იყო ჩართული.

პირველ ადგილებზე გავიდნენ: ნიკო ლომინაძე, ნატა შაინიძე, დავით ფუტკარაძე, ევა სოსელია, ანრი არუთინიანი, მარიამ გოგუაძე, შოთა დოლიძე, ანეტა ქედელიძე, დემეტრე გოგიაშვილი, ნინი ნაკაშიძე, გიორგი გოგიაშვილი, ანა მალაზონია.

მანანა ძიძიშვილი

 

 

  • No Comments
  • აპრილი 1, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *