„შენი პროფესიის გზამკვლევი“
ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ორგანიზებით, ოთხდღიანი სატრენინგო პროგრამის – „შენი პროფესიის გზამკვლევი“ დასკვნითი შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიებას აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ცენტრის დირექტორი ნინო დოლიძე და კოლეჯ „ბლექსის“ დირექტორი გიორგი გოგიტიძე დაესწრნენ.
უწყების ინფორმაციით, შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა. მინისტრი ახალგაზრდებს საქართველოს მთავრობის მიერ ჩატარებული შრომის ბაზრის კვლევის შედეგებსა და პროფესიულ განათლებაში დასაქმების პერსპექტივაზე ესაუბრა.
– ამ ბანაკში ახალგაზრდებს ჰქონდათ შესაძლებლობა, ესაუბრათ სპეციალისტებთან, კოლეჯების წარმომადგენლებთან, მიეღოთ უფრო მეტი ინფორმაცია იმ პროფესიების თაობაზე, რომელთა არჩევის შემთხვევაში ისინი მიიღებენ ხარისხიან განათლებას სახელმწიფო დაფინანსებით, – აღნიშნა მაია ხაჯიშვილმა.
გალერეა


