By
„საქართველო – ქვეყანა, სადაც სტუმარი ღვთის საჩუქარია“
პრესტიჟული უნგრული სამოგზაურო ჟურნალი „Világjáró“ ბათუმის შესახებ ვრცელ სტატიას ავრცელებს
სტატია სათაურით „საქართველო – ქვეყანა, სადაც სტუმარი ღვთის საჩუქარია“ ჟურნალის მაისის ნომერში გამოქვეყნდა.
„აჭარა არა მხოლოდ კურორტია – ის კულტურული გზაჯვარედინია, სადაც ძველი და ახალი, ტრადიცია და თანამედროვეობა ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს“, წერია სტატიაში, სადაც მკითხველს რეგიონის ოთხი სეზონის ტურისტულ მიმართულებებს, გასტრონომიას, ტრადიციებს, კულტურასა და ისტორიას აცნობენ.
ინფორმაციას სტატიის შესახებ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.