გოდერძი შარაშიას ფილმის ჩვენება გაიმართა
By

გოდერძი შარაშიას ფილმის ჩვენება გაიმართა

თანამედროვე ხელოვნების სივრცეში, გოდერძი შარაშიას საავტორო დოკუმენტური ფილმის „ნაზარის წერილები“ ჩვენება გაიმართა.

ფილმი 1924 წელს დახვრეტილი ხუთი სასულიერო პირის, მათ შორის, ქუთათელი მიტროპოლიტის ნაზარის შესახებაა.

ფილმმა ნიუ-იორკის ONIROS FILM AWARDS 2025-ის კინოფესტივალზე მეორე ადგილი დაიკავა.

ფილმის ჩვენებას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები, ისტორიკოსები, თეოლოგები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ჩვენების შემდეგ გაიმართა შეხვედრა რეჟისორ გოდერძი შარაშიასთან.

პროექტი, რომლის იდეა წმინდა ნაზარ ლეჟავას სახელობის საქველმოქმედო ფონდს ეკუთვნის, ტელეკომპანია ,,იმედმა“ განახორციელა.

 

  • No Comments
  • ივნისი 8, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *