პრემიერი – ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, საქართველო არის პირველ ადგილზე
By

პრემიერი – ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, საქართველო არის პირველ ადგილზე

პრემიერმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პოლიტიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანა სწორი პოლიტიკით აგრძელებს გზას.
„ზოგადად, ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე რეიტინგებზე, ინდექსებზე. ყველა ობიექტური შეფასებით, საქართველო არის აბსოლუტური ლიდერი, პირველ რიგში კანდიდატ ქვეყნებს შორის და ასევე, რეიტინგების უმეტესობაში ვუსწრებთ ხოლმე ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანას. ეს არის იმის შედეგი, რომ საქართველოს აქვს სწორი პოლიტიკა სხვადასხვა მიმართულებით, საქართველოში ძლიერია სახელმწიფო ინსტიტუტები, დემოკრატიული ინსტიტუტები, ქვეყანას აქვს გამართული ეკონომიკური პოლიტიკა, რისი შედეგიც არის ის, რომ საქართველო არის პირველ ადგილზე არა მარტო ფართო რეგიონში, არამედ ევროპაში მთლიანად, ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის შედეგია ის რეიტინგები და ინდექსები, რომლებსაც აქვეყნებენ მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერმა ხაზი გაუსვა ქვეყანაში გაზრდილ ინვესტიციებს და აღნიშნა, რომ ეს ქვეყნის სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია.
„ძალიან მსხვილი ინვსტორები შემოდიან ჩვენს ქვეყანაში, არაერთი ასეთი ფაქტი იყო გასული თვეების განმავლობაში. ეს პირდაპირ აისახება იმ ფინანსურ მონაცემებზე, რომლებსაც აქვეყნებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. მომავალშიც მაქსიმუმი გაკეთდება იმისათვის, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური იმიჯი და უშუალოდ ინვესტორებთან, ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ“, – აღნიშნა კობახიძემ.

 

  • No Comments
  • ივნისი 9, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *