ისრაელმა სამხრეთ ლიბანში ევაკუაციის ბრძანება გასცა
By

ისრაელმა სამხრეთ ლიბანში ევაკუაციის ბრძანება გასცა

ისრაელის თავდაცვის ძალებმა სამხრეთ ლიბანში მდებარე ქალაქ ტვიროსის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდა.

არსებული ინფორმაციით, ევაკუაციის ბრძანება ტვიროსის ქრისტიანულ კვარტალსაც მოიცავს.

ისრაელის თავდაცვის ძალების თქმით, ტვიროსის ქრისტიანულ კვარტალში „ჰეზბოლა“ მოქმედებს.

ცნობისთვის, გუშინ ირანმა და ისრაელმა საბრძოლო მოქმედებების შეჩერების შესახებ გამოაცხადეს. ირანის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადა, რომ სამხედრო ოპერაციას განაახლებს, თუ ისრაელი ლიბანში დარტყმებს გააგრძელებს.

  • No Comments
  • ივნისი 9, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *