By
რუსებმა ხარკოვზე თავდასხმა განახორციელეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები
ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, რუსული ძალების მიერ უკრაინის ხარკოვის ოლქის ქალაქ ჩუგუევზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულებს შორისაა ფეხმძიმე ქალიც.
ამასთან, რუსებმა თავდასხმა განახორციელეს ქალაქ ხარკოვზეც, რის შედეგადაც 15 ადამიანი, მათ შორის, 3 ბავშვი, დაშავდა.
თავდასხმის შედეგად ქალაქში სულ მცირე 18 ავტომობილი, მრავალსართულიანი საცხოვრებელი და სხვა შენობები დაზიანდა.