მოვაჭრეები უნებართვო კომერციული საქმიანობის შესახებ გააფრთხილეს
გარე-ვაჭრობისა და საზოგადოებრივი ადგილების თვითნებური შეზღუდვის ფაქტზე, მუნიციპალურმა ინსპექციამ, ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოვაჭრეები უნებართვო კომერციული საქმიანობის შესახებ გააფრთხილა.
პროდუქციის უკანონო რეალიზაციის მიზნით, ტროტუარზე მოწყობილი უსახური კონსტრუქციები, ტურისტული ქალაქის იერსახეს ამახინჯებს და მოქალაქეების უსაფრთხო გადაადგილებას უშლის ხელს.
უწყების ინფორმაციით, უკანონო საქმიანობის აღკვეთის გაფრთხილების შემდგომ, გარემოვაჭრეების წინააღმდეგ გატარდება უფრო მკაცრი სამართლებრივი ღონისძიებები. საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის თვითნებური შეზღუდვა გამოიწვევს ფიზიკური პირის 500, ხოლო იურიდიული პირის – 2 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას.
მუნიციპალური ინსპექციის, ადმინისტრაციული ზედამხედველობის ოპერატიული რეაგირების ჯგუფები, ეტაპობრივად უზრუნველყოფენ სხვა ცენტრალურ ქუჩებზე უნებართვოდ, პროდუქციის რეალიზებაზე მონიტორინგს.