კლუბმა გაწეული საქმიანობა შეაჯამა
By

კლუბმა გაწეული საქმიანობა შეაჯამა

დაბა შუახევის საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში „მხატვრული ლიტერატურის მოყვარულთა  მუნიციპალური კლუბის“ მუშაობის შემაჯამებელი პრეზენტაცია გაიმართა. კლუბი რესურსცენტრის ინიციატივით და მერიის ფინანსური მხარდაჭერით, 2022 წლიდან ფუნქციონირებს. იგი ორ ასაკობრივ კატეგორიაში (საბაზო და საშუალო საფეხური), სხვადასხვა სკოლის 58 მოსწავლეს აერთიანებს. ისინი 2025 -2026 სასწავლო წლის განმავლობაში, ორი ფასილიტატორი მასწავლებლის – მალვინა ზოიძის და  ირმა კეკელიძის ხელმძღვანელობით, სხვადასხვა სახის აქტივობას ახორციელებდნენ.  მოსწავლეებმა წაიკითხეს და დაამუშავეს ათეულობით დასახელების მხატვრული ლიტერატურა, აანალიზებდნენ მხატვრულ ნაწარმოებებს, ირგებდნენ პერსონაჟების როლს, მსჯელობდნენ ავტორის პოზიციიდან, მართავდნენ დებატებს, განიხილავდნენ ფილმებს და ა. შ. კლუბის  მუშაობა უაღრესად ნაყოფიერი და შედეგიანი აღმოჩნდა. კლუბის წევრებმა შემაჯამებელ პრეზენტაციაზე  მსახიობი ზურაბ ცინცქილაძე მოიწვიეს. შეხვედრას ესწრებოდნენ შუახევის რესურსცენტრის უფროსი ედუარდ გოგრაჭაძე,  შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე, საკრებულოს  თავჯდომარე იაგო დავითაძე.  სტუმრები მიესალმნენ მოსწავლეებს, წარმატებები უსურვეს და მხარდაჭერას დაჰპირდნენ  სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო, შემეცნებითი პროექტების განხორციელებაში.

დასასრულ, კლუბის წევრები დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით, ხოლო მათი მასწავლებლები – მადლობის ბარათებით.

ოთარ ცინარიძე

 

  • No Comments
  • ივნისი 11, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *