პარიზში საქართველო-საფრანგეთის  თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს
By

პარიზში საქართველო-საფრანგეთის  თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს

საქართველოსა და საფრანგეთს შორის თავდაცვის სფეროში არსებული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება იყო პარიზში გამართული მაღალი დონის შეხვედრის მთავარი თემა, სადაც საქართველოს ვიცე-პრემიერი და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ფრანგ კოლეგას, კატრინ ვოტრენს შეხვდა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის დასაწყისში ირაკლი ჩიქოვანმა ფრანგ მხარეს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა და მსოფლიოში არსებული რთული უსაფრთხოების გარემოს ფონზე, სახელმწიფოებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მადლიერება გამოხატა საფრანგეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის.
შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობის, მათ შორის, სამთო, განათლებისა და საჰაერო თავდაცვის მიმართულებები მიმოიხილეს და სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს.
შეხვედრას დაესწრნენ საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში ირაკლი ყურაშვილი, სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი მალხაზ მერლანი და პოლკოვნიკი ვასილ კოპეიკინი“, – ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

 

  • No Comments
  • ივნისი 17, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *