პაატა კეშელავა უსკოს თავმჯდომარედ აირჩიეს
აჭარის უმაღლესი საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკოს) თავმჯდომარედ პაატა კეშელავა აირჩიეს. კენჭისყრისთვის რეგისტრაცია 15-მა დეპუტატმა გაიარა, მათგან 13-მა პაატა კეშელავას კანდიდატურას დაუჭირა მხარი, 2-მა დეპუტატმა თავი შეიკავა.
უსკოს თავმჯდომარეობის ორი კანდიდატი – მარიამ გუგუნავა და პაატა კეშელავა აჭარის უმაღლეს საბჭოში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ შეარჩია.
მარიამ გუგუნავა 2020 წლიდან უსკოს წევრია, პაატა კეშელავა კი 2007 წლიდან აჭარის უმაღლეს საბჭოში, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის აპარატს ხელმძღვანელობდა.
უსკოს თავმჯდომარე ბოლო 10 წლის განმავლობაში პარმენ ჯალაღონია იყო, მას უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.
პაატა კეშელავა საქმიანობას 2026 წლის 6 ივლისს შეუდგება და უსკო-ს ხუთი წლის ვადით უხელმძღვანელებს.
ხატია იაშვილი