საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა
By

საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10 439.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.7 პროცენტით მეტია, – ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.
უწყების ცნობით, ექსპორტი 3 107.7 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, ანუ გაიზარდა 19.8 პროცენტით, ხოლო იმპორტი 7 331.9 მლნ აშშ დოლარს -კლებამ 1.9 პროცენტი შეადგინა.
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2026 წლის იანვარ-მაისში 4 224.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.5 პროცენტია.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2026 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66.5 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი – 1 387.5 მლნ აშშ დოლარით, რუსეთი -1 232.1 მლნ აშშ დოლარით და ჩინეთი – 1 177.2 მლნ აშშ დოლარით.

  • No Comments
  • ივნისი 19, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *