აგრარული სექტორის განვითარების პერსპექტივები გააცნეს
By

აგრარული სექტორის განვითარების პერსპექტივები გააცნეს

აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრომ ქვემო სილეზიის დელეგაციას უმასპინძლა და აგრარული სექტორის განვითარების პერსპექტივები გააცნო.

მინისტრის მოადგილე გიორგი ფანცხავამ დელეგაციის წევრებს, რომლებსაც ქვემო სილეზიის მარშალი პაველ განცაჟი ხელმძღვანელობდა, სამინისტროს საქმიანობისა და ფერმერთა მხარდაჭერის პროგრამების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.

შეხვედრის მიზანი აჭარის აგრარული სექტორის განვითარების მიმართულებების, სამინისტროს საქმიანობისა და ფერმერთა მხარდაჭერის პროგრამების გაცნობა, ასევე, ქვემო სილეზიასთან თანამშრომლობის გაღრმავებისა და გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობა იყო.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი დენის სალუქვაძე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ედნარ ნატარიძე, მინისტრის მოადგილე მირიან ქათამაძე, სხვა ოფიციალური პირები.

  • No Comments
  • ივლისი 22, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *