აშშ ირანის სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ დარტყმებს განაგრძობს
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) ძალებმა ირანის წინააღმდეგ კიდევ ერთი დარტყმა განახორციელეს, – ინფორმაციას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„აშშ-ის ძალებმა ირანის სამხედრო სამიზნეებს დაარტყეს, მათ შორის საზღვაო შესაძლებლობებს, რაკეტებისა და დრონების საწყობებს, სანაპირო სათვალთვალო ობიექტებსა და საჰაერო თავდაცვის საშუალებებს. დარტყმები კიდევ უფრო ამცირებს ირანის შესაძლებლობას, თავს დაესხას სამოქალაქო მეზღვაურებსა და კომერციულ გემებს“, – აღნიშნულია CENTCOM-ის განცხადებაში.
აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, რომ მიმდინარე თვეში ამერიკულმა ძალებმა ხმელეთზე ირანის ათობით სამხედრო ობიექტს დაარტყეს, ზღვაზე კი ირანის ბლოკადა განაახლეს.
ცნობისთვის, აშშ-ის ძალები ირანის სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ დარტყმებს ზედიზედ 12 დღეა ახორციელებენ.